Friday, July 7, 2017

მეცხრე დღის რეფლექსია

პროექტის ბოლო დღე ძალიან საინტერესო იყო. წარმოვადგინეთ პრეზენტაციები, ერთმანს გავუწიეთ ოპონირება და  გავუზიარეთ  შთაბეჭდილებები. ვისაუბრეთ ტრეინინგის აქტუალობაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სწავლა სწავლების პროცესში  ტექნოლოგიების გამოყენება და პროექტებით სწავლება. დიდი მადლობა ტრენერს ასეთი ნაყოფიერი ტრეინინგისთვის.

Wednesday, June 28, 2017

მერვე დღის რეფლექსია

ძალიან საინტერესო დღე იყო. გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს. ტრენერისგან მივიღეთ შესაბამისი რჩევები.ვისსწავლეთ მოსწავლის პრეზენტაციის ბლოგზე გადატანა. კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ პროექტის პორტფოლიო და მოვაწესრიგეთ. გადავათვალიერეთ საქაღალდეები, რათა დავრწმუნებულიყავით მასალების განლაგების სისწორეში.  

Tuesday, June 27, 2017

მეექვსე და მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრეინიგის ეს დღეები ძალიან საინტერესო და პროდუქტიული იყო. განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია, ვისწავლეთ ვიდეოების ბლოგზე გაზიარება. გავეცანით შეფასების რუბრიკებს და ნიმუშებს, ასევე მოვახდინეთ შეფასების რუბრიკების ადაპტირება. შევავსეთ  კითხვარი დიფერენცირებულ სწავლებაზე. გავეცანით შეფასების ბიბლიოთიკიდან ნიმუშებს .  ასევე, ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონის შევსებაზე

Sunday, June 18, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია   
ტრეინინგი თანდათან აქტუალურ ფაზაში შედის. დღეს გადავხედეთ შეფასების დოის ჩარჩოს.  ვიმსჯელეთმ, თუ როგორ უნდა მოხდეს  შეფასება  პროექტის მსვლელობის სხვადასხვა ეტაპზე,  ასევე  გადავხედეთ პროექტის  გეგმის შაბლონს. გავეცანით ინფორმაციას   საავტორო უფლებების დაცვაზე. ვისწავლეთ გვერდების შექმნა და ბლოგზე დამატება. შემდეგი შეხვედრისვის  მივიღეთ დავალება: მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა.