Wednesday, June 28, 2017

მერვე დღის რეფლექსია

ძალიან საინტერესო დღე იყო. გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს. ტრენერისგან მივიღეთ შესაბამისი რჩევები.ვისსწავლეთ მოსწავლის პრეზენტაციის ბლოგზე გადატანა. კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ პროექტის პორტფოლიო და მოვაწესრიგეთ. გადავათვალიერეთ საქაღალდეები, რათა დავრწმუნებულიყავით მასალების განლაგების სისწორეში.  

Tuesday, June 27, 2017

მეექვსე და მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრეინიგის ეს დღეები ძალიან საინტერესო და პროდუქტიული იყო. განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია, ვისწავლეთ ვიდეოების ბლოგზე გაზიარება. გავეცანით შეფასების რუბრიკებს და ნიმუშებს, ასევე მოვახდინეთ შეფასების რუბრიკების ადაპტირება. შევავსეთ  კითხვარი დიფერენცირებულ სწავლებაზე. გავეცანით შეფასების ბიბლიოთიკიდან ნიმუშებს .  ასევე, ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონის შევსებაზე

Sunday, June 18, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია   
ტრეინინგი თანდათან აქტუალურ ფაზაში შედის. დღეს გადავხედეთ შეფასების დოის ჩარჩოს.  ვიმსჯელეთმ, თუ როგორ უნდა მოხდეს  შეფასება  პროექტის მსვლელობის სხვადასხვა ეტაპზე,  ასევე  გადავხედეთ პროექტის  გეგმის შაბლონს. გავეცანით ინფორმაციას   საავტორო უფლებების დაცვაზე. ვისწავლეთ გვერდების შექმნა და ბლოგზე დამატება. შემდეგი შეხვედრისვის  მივიღეთ დავალება: მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა.
       

Tuesday, June 13, 2017

  მეოთხე დღის რეფლექსია
დღეს წავიკითხეთ მიმართულების მიმცემი კითხვები, გავაკეთეთ ჩასწორებები. WORD-ის ფაილში  გავაკეთეთ შეფასების დროის ჩარჩო და ავტვირთეთ ვირტუალურ დისკზე. სახელმძღვანელოდან ჩამოვტვირთეთ გეგმის შაბლონი და ავტვირთეთ საქაღალდეში. საკმაოდ საინტერესო და დატვირთული დღე იყო
მესამე დღის რეფლექსია
დღეს კკიდევ ერთხელ განვიხილით პროექტის იდეები, განვსაღვრეთ ესგ-ს სტანდარტები, ასევე 21 -ე საუკუნის უნარჩვევები. ვისაუბრეთ   მიმართულების მიმცემ საკვანძო კთხვებზე. 

Monday, June 12, 2017

მიმართულების მიმცემი საკვანძო  კითხვები:




  • რატომ არის მნიშვნელოვანი ქვეყნის შესასწავლად მისი კულტურის გაცნობა?

შინაარსობრივი:


  • რომელი ინგლისურენოვანი ლექსიკური ერთეულების მარაგი დაგვჭირდება ყოფითი კულტურის ასაღწერად
თემატური:

  • რატომ არის მნიშვნელოვანი სხვადასხვა ქვეყნის კულტურის გაცნობა?
  • რა კავშირშია ერთმანეთთან საზოგადოება და კულტურა.
  • რა პრობლემებს შეიძლება წააწყდეს უცხო ქვეყანაში ჩასული ადამიანი?
    ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი.

უცხ.ს.VIII.4.მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს, გაიგოს და გაანალიზოს საგანმ,ანათლებო ინტერესებთან დაკავშირებული უცხოენოვანი ტექსტები

უცხ.ს. 8.16. მოსწავლე ფლობს სტრატეგიებს სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.

უცხ.ს.8.13. მოსწავლეს შეუძლია თავი გაართვას ყოფით საკომუნუკაციო სიტუაციას.

უცხ.ს. 8.12. მოსწავლეს შეუძლია წარმოადგინოს ზეპირი მოხსენება (პრეზენტაცია) აქტუალური საკითხის , პრობლემის გარშემო.

უცხ.ს. 8.17.მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურების მიმართ.

უცხ.ს 8.მოსწავლეს შეუძლია თარგმნოს უხოენოვანი წყაროები/ტექსტები ან დაამუშავოს ისინი სხვა დაინტერესებული პირთათვის.


                         21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
ამ პროექტით მოსწავლე გამოიმუშავებს:

  • საღი მსჯელობისა და აღქმის უნარს
  • პასუხისმგებლობის გაზიაებესა და ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირებას
  • ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებს
  • მიზნობრივი კითხვების ფორმულირებას და დასმას სხვადასხვა მოსაზრების გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილების მისაღებად
  • ინფორმაციის მოპოვების, ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენების უნარს მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით

Tuesday, June 6, 2017

პროექტის მიზნები

მოსწავლეები შეძლებენ:

  • ბეჭვდითი და ინტერნეტ წყაროებიდან უცხოენოვან  ინფორმაციის მოძიებას კონკრეტულ საკითხთან  დაკავშირებით.
  • მასალების დამუშავებას ძირითად ინფორმაციაზე დაყრდნობით
  • შეიძენენ ცოდნას ორი ქვეყნის ყოფით კულტურაზე
  • განიხილავენ იდეებს კულტურულ თავისებურების მიმართ და გამოავლენენ ტოლერანტულ დამოკიდებულებას
  • გაანალიზებენ მიღებულ შედეგებს
  • იმსჯელებენ პროექტის მნიოშვნელობაზე, თუ რა კავშირი აქვს ყოველდღიურ ცხოვრებასთან
  • გააკეთებენ პრეზენტაციას მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ასევე გამოუშვებენ ბუკლეტებს.

Saturday, June 3, 2017

მეორე დღის რელექსია

დღეს განვიხილეთ პროექტის იდეა, შევიტანეთ შესწორებები და ჩამოვყალიბდით ვერსიებზე. ასევე გავეცანით  ვირტუალურ დისკზე  ფაილების განთავსებაზე ინფორმაციას, სახელმძღვანელოდან ჩამოვტვირთეთ ფაილები და ავტვირთეთ დისკზე. შემდეგი შეხვედრისთვის მივიღეთ დავალება: ესგ-დან პროექტის შესასბამისი პუნქტების ამოწერა, ასევე დაგვევალა იმის განსაზღვრა თუ რა უნარებს გამოიმყუშავებს მოსწავლე კონკრეტული პროექტიდან.

პროექტის იდეა

                                                     ყოფითი კულტურა
მოსწავლეები ეცნობიან  ინგლისურენოვან ინფორმაციას ინტერნეტ სივრცის დახმარებით ორ ტრადიციულ ქვეყნის  ყოფით კულტურაზე(საქრთველოსა და დიდ ბრიტანეთზე), ადარებენ ერთმანეთს მოპოვებულ ინფორმაციას და ცდილობენ მსგავსება- განსხვავების გამოკვეთას. ასევე  შეეცდებიან სავარაუდო პრობლემების  წარმოჩენას. ტექნოლოგიებზე დაყრდნობით გააკეთებემ პრეზენტაციას და გამოუშვებენ ბუკლეტებს